რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს - გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს - დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. ასევე დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს -სტაბილურობას და კეთილდღეობას“,- ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მისალოც წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა