ჯუანშერ ბურჭულაძე - დამოუკიდებლობის დღეზე პირველად გაიჟღერა ასეთი ინტენსივობით ქართველი ხალხის სურვილმა და ისტორიულმა ნებამ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი

დამოუკიდებლობის დღეზე პირველად ასეთი ინტენსივობით გაიჟღერა ქართველი ხალხის სურვილმა და ისტორიულმა ნებამ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლებს დავოსში უმაღლესი შეფასება ჰქონდა და მან ჩვენი სახელმწიფო წარმოაჩინა როგორც მოწინავე იმ ტრიოს ფარგლებში, რომლის კანდიდატობასაც ევროკავშირი განიხილავს.

,,მინდა მივულოცო ჩვენს მოსახლეობას განურჩევლად მათი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის, გამთლიანების და ერთიანობის დღე. მოხარული ვარ, რომ დროსთან ერთად საქართველოში საზოგადოება უფრო დიდი სიხარულით ხვდება დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე იყო ძალიან ემოციური და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც არის დადებითი ემოციებით დატვირთული. დამოუკიდებლობის დღეზე პირველად ასეთი ინტენსივობით გაიჟღერა ქართველმა ხალხის სურვილმა და ისტორიულმა ნებამ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი. პრემიერ-მინისტრის გამოსვლებს დავოსში ჰქონდა უმაღლესი შეფასება, მან ჩვენი სახელმწიფო წარმოაჩინა როგორც მოწინავე ყველა მიმართულებით იმ ტრიოს ფარგლებში, რომლის კანდიდატობასაც განიხილავს ევროკავშირი”, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა