ჯუანშერ ბურჭულაძე - ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაულია.

მისი განმარტებით, ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს პასუხისმგებლობას სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტით ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის წინაშე ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების წვლილი აღნიშნა.

საკუთარ სიტყვაში განსაკუთრებით გამოყო ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლაში გმირი მეომრების თავგანწირვა, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, რომლებიც დღესაც ქვეყნის სამსახურში არიან.

„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დღეს დადეს ფიცი და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. მან სამხედროებს წინაპრების მხედრული ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება უსურვა.

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე, ასევე მიულოცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა წვლილი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვასა თუ მის აღდგენაში დიდია.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა