თეა ახვლედიანი - 26 მაისი მოგვაგონებს, რომ დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე თანასწორობა, ტოლერანტობა - ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, 26 მაისი, ერთგვარად განასახიერებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისთვის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, ამავდროულად, ევროპული მისწრაფებებისა და კავშირების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

„26 მაისი მოგვაგონებს, რომ დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე თანასწორობა, ტოლერანტობა - ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, მათი სულიერი სიმტკიცისა და სიმამაცის წინაშე, ვინც იღვაწა და თავი შესწირა თავისუფალი და ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ეროვნულ იდეას, რომელიც დღეს, ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

მჯერა, რომ შეუქცევადია და აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ჩვენი ერთობით და კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით. სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი დღეს, რომლითაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აღინიშნება ჩვენი ეროვნული დღესასწაული, რომელსაც გულითადად ვულოცავ სრულიად საქართველოს!“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა