ალეკო ელისაშვილი - გულწრფელად ვიტყვი წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ მიხარია ისე, როგორც 26 მაისი, ჩემს დაბადების დღეზე ასჯერ მეტად

დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ისტორიული შანსი, რომელიც უკრაინის თავგანწირვამ გაგვიჩინა, გამოვიყენოთ. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ საქართველო მდიდარი, მთლიანი, წარმატებული, ღირსეული და ევროპის ნაწილი იყოს.

"გულწრფელად ვიტყვი წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ მიხარია ისე, როგორც 26 მაისი, ჩემს დაბადების დღეზე ასჯერ მეტად. ეს არის ჩვენი ქართული თანამედროვე სახელმწიფოს დაბადება. 30 წელია გვაქვს სახელმწიფო და ყველას დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ საქართველო იყოს მდიდარი, მთლიანი, წარმატებული, ღირსეული და ევროპის ნაწილი ქვეყანა. ევროკავშირიდან პესიმისტური მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ მოლოდინებზე მეტად ყველამ უნდა მოვინდომოთ, აბსოლუტურად ყველამ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ - სადაც გასაჩუმებელია - გავჩუმდეთ, სადაც საყვირალია - ვიყვიროთ, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი, რომელიც უკრაინის თავგანწირვამ გაგვიჩინა, გამოვიყენოთ და საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი", - განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს