ანონსი  27 მაისი

27 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ავთანდილ წერეთლისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 მაისს, 11:00 საათზე, GDI (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) ანგარიშის „მედიის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ლერმონტოვის ქ. 10 (სასტუმრო „იოტა“)

27 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები დაესწრებიან.

მის: თელავის ქ.20

27 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) ახალი კვლევის - „რუსეთის ინფორმაციული ომი: 2 თვე უკრაინაში ინტერვენციიდან“ - პრეზენტაციას გამართავს.

27 მაისს, 11:00 საათზე, პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე "საფარის" და ქალთა მოძრაობის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭოველიძის #4 ("ღია საზოგადოების ფონდი")

27 მაისს, 11:30 საათზე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება და სხვა ინფექციები.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

27 მაისს, 12:00 საათზე, ახალი სამოქალაქო ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წაიკითხავენ მანიფესტს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.

მის: მერაბ კოსტავას N14.(სასტუმრო "სტამბას" ტერასა)

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595519451

27 მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

ადგილი: პლენარულ სხდომათა დარბაზი

27 მაისს, 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები პროფკავშირებთან ერთად აქციას გამართავენ. ექიმები ხელფასების მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენ.

მის: წერეთლის 117, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

27 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „უცხოეთის ცის ქვეშ - გულახდილი საუბრები“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: გუდიაშვილის 7

27 მაისს, 16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

27 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის IV საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2022“-ის გამოცხადების ღონისძიება გაიმართება.

მის: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თამარ მეფის დარბაზი (თავისუფლების მოედანი #2)

საკონტაქტო ნომერი: 591 130 434

27 მაისს, 20:00 საათზე, ვარკეთილის ხევში განახლებული პარკი საზეიმო კონცერტით გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრება.

მის: სამგორის რაიონი, ვარკეთილის ხევი. ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩისა და რ. ხომლელის ქუჩის მიმდებარედ.

საკონტაქტო პირი: თაკო მექვაბიშვილი 555 38 22 04

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა