მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან ისეა ახლოს, როგორც არასდროს და სჯერა, რომ ჩვენი ღირებულებებით, უმდიდრესი ისტორიითა და კულტურით, ევროპულ სივრცეში კუთვნილ ღირსეულ ადგილს ძალიან მალე დავიბრუნებთ.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული, რომელიც ჩვენ, თითოეულ ქართველს გვაერთიანებს!

სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, მათ შორის, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოს თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო და არის ჩვენი ერის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა. ყველამ კარგად ვიცით, საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რა რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც, საუკუნეების განმავლობაში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს – ის, რომ დღეს ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ სწორედ მათი გმირობისა და თავდადების დამსახურებაა!

დღეს საქართველო ისე, როგორც არასდროს ახლოს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენით ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ისტორიული არჩევანი – საქართველოს ევროპული მომავლისკენ სწრაფვა!

მჯერა, ჩვენი ღირებულებებით, უმდიდრესი ისტორიითა და კულტურით ევროპულ სივრცეში კუთვნილ ღირსეულ ადგილს ძალიან მალე დავიბრუნებთ.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!“, - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს