ხობის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხადასხვა ღონისძიება გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.

„ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ - საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა - დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში - ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.

17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის შესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

სადღესასწაულო ღონისძიება ,,თბილისური კვარტეტის“ კონცერტით გაგრძელდა. ანსამბლმა ყველასათვის საყვარელი ქართული სიმღერები შეასრულა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს