ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპელი პარტნიორები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღებენ, პოლიტიკური იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპელი პარტნიორები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღებენ, პოლიტიკური იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ილია დარჩიაშვილს საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით მოლოდინს ეხებოდა.

მინისტრის თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ.

„მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები კონსენსუსის პრინციპით მიიღებენ. თქვენი კითხვის საპასუხოდ მინდა გითხრათ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრი ჩემი სახით ატარებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ორმხრივი შეხვედრები ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, არის ოპტიმიზმით სავსვე, თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ევროპულ პერსპექტივას, ეს განწყობები კვლავ ადგილზეა, არსად არ წასულა. შესაბამისად, ეს ჩვენ გვაძლევს დიდ ოპტიმიზმს იმისა, რომ ჩვენი პარტნიორები, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, მათ ექნებათ თავიანთი კონკრეტული ხმა საქართველოს ევროპული პერპექტივის აღიარებისთვის. ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითქმის ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს კოლეგებთან რაც მე მქონდა და რაც გავმართე ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს, ამდენად, ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტიებების ფორმატში, რომელიც გაიმართება. თუმცა, გენერალური გადაწყვეტილება როცა იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები და ჩემი მხრიდან ალბათ, არასწორი იქნება კონკრეტული პოზიციონირება გავაკეთო ამ საკითხზე. თუმცა, მინდა დაგიდასდტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, თუმცა, გარემო ძალიან რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონალური უსაფრთხოება, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას. რაც მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს ჩვენს კითხვარზე შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, რომელიც ალბათ, მალე იქნება, ჩვენი მოლოდინი არის ასეთი, რომელიც შესაბამისად გადაეგზავნება საბჭოს და დადგება დრო, როცა ჩვენი პარტნიორები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებაში და არამარტო ჩვენთან, „ტრიოს“ ფორმატში უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა