ირაკლი კობახიძე - ამოიღეთ ვიზიტორების სია, ვინ იყო „ნაცმოძრაობიდან“ და „ლელოდან“ ბრიუსელში ჩასული  და ეს არის პასუხი, რადგან ყველა აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

ამოიღეთ ვიზიტორების სია, ვინც იყო ჩასული ბრიუსელში "ნაცმოძრაობიდან" და "ლელოდან", ყველა აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რატომ არ ასახელებს სახელებსა და გვარებს, თუ ვინ დადის ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებს აგიტაციას კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

კობახიძის თქმით, ასეთი აგიტაცია მათ პარლამენტში, სხდომათა დარბაზშიც მოისმინეს გუშინ გამართულ დებატებზე.

"გუშინ სამი საათი გრძელდებოდა აგიტაცია სხდომათა დარბაზში საქართველოს მიერ კანდიდატის მიღების წინააღმდეგ. თვითინ გაყიდეს საკუთარი თავი. ზუსტად იგივე ხალხი დადის ევროპაში, ეს არის პირველ რიგში ორი მთავარი პარტია -„ ნაცმოძრაობა“ და „ლელო“, პრინციპში ერთი და იგივე პარტიაა. ისინი არიან პირველ რიგში ის ადამიანები, ვინც აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, სახელებით და გვარებით ვინ იყო ჩასული, შეგიძლიათ ამოიღოთ. მე რომ არ შემეშალოს, მარტივად არის საქმე, ამოიღეთ ვიზიტორების სია, ვინ იყო „ნაცმოძრაობიდან“ და „ლელოდან“ ჩასული ბრიუსელში და ეს არის პასუხი, ვინც იყო ყველა აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ,"- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა