გიგა ბოკერია ხელისუფლებაზე - როცა ვითარება შეიცვლება და მარცხის ზღვარზე იქნებიან, მივიღებთ ცვლილებებს

მმართველი გუნდის ორიენტირი არის ყველაფერი, რაც ივანიშვილს შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელისუფლებისადმე წაყენებულ ინიციატივას.

მისი თქმით, იგი ეთანხმება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებულ ინიციატივას, თუმცა განმარტავს, რომ მმართველი გუნდი ამ ინციატივას არ გაითვალისწინებს.

„ვემხრობი, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, რატომ გადაიდგმება ის ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება ის შეასუსტოს, თუ არ გვყავს ჯერ იმ მდგომარეობაში ჩაყენებული, რომ მარცხის ზღვარზე არიან ან უკვე დამარცხებულები, ძალაუფლების გარეშე.

ეს მოვისმინეთ იქამდე „ნაციონალური მოძრაობისგანაც“, მოლდოვის მაგალითი მოჰყავდათ, გასაღებია იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო, ოღონდ ეგ მოხდა ხელისუფლების ინიციატივით და სანამ ხელისუფლება არ გამოიცვლება, მანამდე თავდაყირა ხომ არ უნდა დააყენო ნაბიჯების ლოგიკა. არ შეიძლება ასეთ რაღაცებზე ფოკუსით საკუთარი პასუხისმგებლობიდან გადაიტანო ყურადღება, იმ ხალხის პასუხისმგებლობიდან, ვინც აქ ვართ.

მმართველი გუნდი, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას არ გაითვალისწინებს. მათი ორიენტირი არის ყველაფერი, რაც ივანიშვილს შეუნარჩუნებს ძალაუფლებას. ყველაფერი, რაც ამ თვალსაზრისით არის პრობლემის შემქმნელი მათი აზრით, კონტროლის თვალსაზრისით არჩევნებზე მოქალაქეების ნებისა და ქვეყნის გარეთ თავისუფალ სამყაროში ამის კონტროლის მექანიზმი ნაკლები აქვთ, ამას არ გააკეთებენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მანამდე, სანამ არ შეიძლება შეიცვალოს ვითარება ქვეყნის შიგნით. როცა შეიცვლება ვითარება და ზღვარზე იქნებიან მარცხის, მივიღებთ ცვლილებებს ბევრი სხვა მიმართულებითაც, მაგრამ ახლა ეგ არ არის ფოკუსი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა