გიორგი ვაშაძე - მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: "შეაყარე კედელს ცერცვი"

დღევანდელი დღე არის "შეაყარე კედელს ცერცვი", - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის მოსმენას პარლამენტში.

მისი თქმით, მათ ვერანაირი გეგმა ვერ მოისმინეს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება დარჩენილ 2 კვირაში იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 - პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარები. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის - "შეაყარე კედელს ცერცვი", ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ უნდა გაუშვას", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა