აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტი საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით თემატურ მოკვლევას იწყებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი, აჭარის ზოგად საგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას იწყებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1საჯარო სკოლაში გამართულ კომიტეტის გასვლით სხდომაზე.

როგორც მან აღინიშნა, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტი ამ მიზნით, საწყის ეტაპზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გეგმავს. ამასთან, სპეციალურად მომზადებული კითხვარები რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებს დაეგზავნება. შემოსული მასალების ანალიზის შემდგომ კი, მომზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება სათანადო ღონისძიებები და შემუშავდება რეკომენდაციები.

„კომიტეტი ანალოგიურ გასვლით სხდომებს უახლოეს მომავალში აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

სხდომას ხელვაჩაურის საჯარო სკოლების დირექტორები და ბიბლიოთეკარები ესწრებოდნენ», - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა