კატარას დრამის თეატრში ქართული კინოს დღეები იმართება

კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და კატარას კულტურულ ფონდთან (Katara) თანამშრომლობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, კატარას დრამის თეატრში ქართული კინოს დღეები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის 24 მაისს, ქართული კინოს დღეები ქართველი რეჟისორის - ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინების" ჩვენებით გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

25 მაისს გაიმართა მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს" ჩვენება. ქართული კინოს დღეები დაიხურება 29 მაისს, გიორგი ოვაშვილის ფილმის - „სიმინდის კუნძულის" ჩვენებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო