გიგა ბოკერია საპარლამენტო  ოპოზიციაზე - უნდა მოეშვან შეთავაზებებს ამ ხალხისთვის, ილუზიებს, თითქოს  არსებობს შანსი წინსვლის, ვიდრე ივანიშვილია ძალაუფლებაში

უნდა მოეშვან ამ ხალხისთვის შეთავაზებებს და ილუზიებს, თითქოს რაღაც შანსი არსებობს წინსვლის და ამ უფსკრულიდან ჩამოშორების, სანამ ივანიშვილი და მისი ნებისმიერი კლოუნია ძალაუფლებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში „არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა“.

„არა თუ მოულოდნელი არ ყოფილა იმაში, რაც დღეს მოვისმინეთ ივანიშვილის ამ კლოუნისგან, არამედ თამამად შეგვეძლო აგვეღო მისი ნებისმიერი წინა გამოსვლა, არქივში გადავახვიოთ და მივიღებთ იმავეს. აქ ხომ უბრალოდ ნიაღვარია სიძულვილის, ცილისწამების ადამიანების ლეგიტიმურ შიშზე, ომის შიშზე, უსინდისო ტყუილებით თამაშის. ჩვენ, ვგულისხმობ სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, ევროპული საქართველო დიდი ხანია ამ პოზიციაზე ვართ და საპარლამენტო ოპოზიცია თუ მოვა გონს და ამ პოზიციაზე დადგება, იქნება კარგი, უნდა მოეშვან შეთავაზებებს ამ ხალხისთვის, რაღაც ილუზიებს რომ რაღაც შანსი არსებობს წინსვლისა და ამ უფსკრულიდან დაშორების, სანამ ივანიშვილი და მისი ნებისმიერი კლოუნია ძალაუფლებაში. ნულია ამის შანსი, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და დავარწმუნოთ მეტი მოქალაქე რომ მათი შეცვლა ჩვენი ინტერესია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა