გიული ალასანია - გაბრაზების შესახებ განცხადება ზოგადად  გავაკეთე - მეჩვენება, რომ საზოგადოება მიძინებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „ძალიან ბევრ ვინმეზე და რამეზეა გაბრაზებული“, განმარტებას აკეთებს.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, განცხადება ზოგად კონტექსტში გააკეთა, რადგან ეჩვენება, რომ „საზოგადოება მიძინებულია“.

„ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძახიან. ზოგადად ვთქვი. რომ ვუყურებ გადაცემებს რაღაცები არ მომწონს. ხანდახან მეჩვენება, რომ საზოგადოება მიძინებულია. მეორე ნაწილი გაქცევაზეა, სხვათა შორის, დიდი ნაწილი მათ შორის ახალგაზრდები. ყველა ცდილობს, რომ აქედან გააქციონ. ეს ყველაფერი არ მომწონს, რაც ხდება“, - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც მან განმარტა, მისი შვილის მდგომარეობა არ შეცვლილა, „მაგრამ აშკარად განწყობა უკეთესი აქვს, რადგან რაღაცის მოლოდინშია“.

„ჩემი აზრით, იგივე მდგომარეობაა, არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ აშკარად განწყობა უკეთესი აქვს, რადგან რაღაცის მოლოდინშია. ერთად ვუყურებდით ტელევიზორს, ვნახეთ le Figaro-ს სტატიიდან რაღაც ნაწყვეტი, მეც კმაყოფილი დავრჩი და ისიც კმაყოფილი დარჩა. საერთოდ ის ფიქრობს, რომ რაღაც ცვლილება მოხდება.

ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მდგომარეობა, რომ არ იცვლება ფაქტია. მე ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ რას დაწერენ. ყველაფერი დიაგნოზზეა დამოკიდებული. რამდენადაც ვიცი, როცა შემოვიდა, არცერთი ის დიაგნოზი ამ ადამიანს არ ჰქონია და ფაქტია, რომ ახლა აქვს“,-განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ გული წაუვიდა და ის არ ეთანხმება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს ასე არ ყოფილა.

„ის მომენტი მე არ მინახავს, მაგრამ მე სხვა მომენტს შევესწარი, როცა ადამიანი ნამდვილად იხრჩობოდა, ძალიან დიდხანს ვერ ამოისუნთქა“, - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა