განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორი - ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას უწყობს ხელს მხოლოდ პოლარიზაციას აღვივებს

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდი” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის ვანო ჩხიკვაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პასუხობენ.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა განცხადებას „ფეისბუკზე” ეხმაურება.

“მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და როდესაც ყოველი მხრიდან გაისმის მოწოდებები საზოგადოებრივი კონსოლიდაციის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას უწყობს ხელს მხოლოდ პოლარიზაციას აღვივებს და სხვა არანაირ მიზანს არ ემსახურება, მითუმეტეს, როდესაც გაკეთებული განცხადებები ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ვანო ჩხიკვაძეს ეხება. ვანოსთან ჩემი თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო და ერთად გამოვიარეთ ბევრი რთული და საჭირო პროცესი - ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ა.შ. მასზე ერთგული, პატრიოტი, პროფესიონალი და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ნამდვილად ცოტა მეგულება. სამარცხვინოა უბრალოდ ეს წარმოუდგენელი კამპანია.

აღნიშნული განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ სამოქალაქო სექტორის პოზიტიურ როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ყველა ჩართულმა მხარემ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან და ნაბიჯები გადადგას კონსოლიდაციისკენ და ხელი არ შეუწყოს პოლარიზაციის კიდევ უფრო გამძაფრებას", - წერს ქეთევან ჩაჩავა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სოროსის ფონდში ევროკავშირის პროგრამების ხელმძღვანელის ვანო ჩხიკვაძის განცხადებას, რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა მიენიჭოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი. როგორც კობახიძემ განაცხადა, სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად.

„ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა