"საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის" თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ „მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას ისახავს.

„აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა", როგორც აჭარის რეგიონში დანერგვა/პოპულარიზაციის დავის გადაწყვეტის ალტერნატიულის მექანიზმის ასევე, მედიაციის მექანიზმის გამოყენების ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი იქნება“, - ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა