ეკა ხერხეულიძე ბრეგაძეს - სააკაშვილი ერთ დღეს ხელში ჩაგაკვდებათ - დარწმუნებული ვარ, არ იქნებით შურისძიების მატარებელი ადამიანი, ძალიან გთხოვთ, დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები, რომ ობიექტურმა დასკვნამ განსაზღვროს, ეს ადამიანი იმსახურებს თუ არა სიცოცხლეს

ბატონო რატი, ეს კაცი ერთ მშვენიერ დღეს მართლა ჩაგაკვდებათ ხელში და ეს იქნება გამოუვალი მდგომარეობა - დარწმუნებული ვარ, რომ შურისძიების მატარებელი ადამიანი არ იქნებით, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ხერხეულიძის თქმით, სისტემა, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე იძალადა, მას ვერ უმკურნალებს.

„თქვენ, როდესაც ამბობთ, რომ სამართალთან შეხება არ გვაქვს და არ ვიცით, როდესაც თქვენ მოგმართავთ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მკურნალობასთან დაკავშირებით - სწორედაც, რომ ვიცით. ჩვენ ვგულისხმობთ სასჯელის გადავადებას და აბსოლუტურ გათავისუფლებას არ ვგულისხმობთ და სხვათა შორის, არც პრეზიდენტს არ ვთხოვ შეწყალებას იმიტომ, რომ ეს არის ჩემი კონკრეტული პოზიცია. ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეები იმიტომ არსებობენ, რომ ყველამ თავისი ფუნქცია შეასრულოს. რაც არ უნდა ეძახოთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ის არის ჩვეულებრივი პატიმარი, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ის თავისი არსით და ნებისმიერი ქართველის წარმოდგენით არის არაჩვეულებრივი პატიმარი იმიტომ, რომ თვითონ პრაქტიკაა არაჩვეულებრივი. ის არის 2 ვადით არჩეული საქართველოს პრეზიდენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ ჩვენს ქვეყანას ვაყენებთ უზარმაზარ შეურაცხყოფას, როდესაც შეგვიძლია ვიღაცის ხუშტურზე გამოვაქვეყნოთ იძულებით გადაყვანის, შეურაცხმყოფელი კადრები. მიხეილ სააკაშვილი არ არის რიგითი პატიმარი, რომლის საკითხი შეიძლება დრომ ისე გააქარწყლოს, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს.

რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილს გაუშვებენ თუ არა საზღვარგარეთ. მესმის, ძალიან კარგად, რომ ეს არ არის თქვენი ფუნქცია, მაგრამ თქვენი ფუნქციაა, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაწეროს, ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ იყოს შეფერხებული.

ბატონო რატი, ეს კაცი ერთ მშვენიერ დღეს მართლა ჩაგაკვდებათ ხელში და ეს იქნება გამოუვალი მდგომარეობა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გძულთ თუ მოგწონთ. მე რომ მძულდა ედუარდ შევარდნაძე, ისე თქვენ ვერ შეიძულებთ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მე მახსოვდა, რომ მას ერქვა საქართველოს პრეზიდენტი და არ მინდოდა ისე დაესრულებინა სიცოცხლე, როგორც მან მოუსწრაფა ზვიად გამსახურდიას. ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით იმას, რაც თქვენს ხელშია. ბევრი რამ არ შეიძლება იყოს თქვენს ხელში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შურისძიების მატარებელი ადამიანი არ იქნებით. მე ამას დღეს რომ ვბედავ და ვლაპარაკობ, თუნდაც იმ „შუმოკის“ დროს რომ შემოვდიოდი, ჩემგან იყო ძალიან დიდი რისკიანი ნაბიჯი. ეს არ იყო ჩემთვის ადვილი და სხვები თუ ადვილად შედიოდნენ, ჩემთვის ძალიან დიდი სირთულე იყო ეს. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ძალიან კარგად ვიცი, არის თუ არა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ციხეში, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ. მე დღეს თქვენ გელაპარაკებით საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც შეიძლება უბრალოდ ჩაგაკვდეთ ხელში. ძალიან გთხოვთ, დაუშვით ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო და უფლებამოსილია იმუშაოს და დაუშვით ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, რომ ობიექტურმა დასკვნამ განსაზღვროს ეს ადამიანი იმსახურებს სიცოცხლეს თუ არა“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა