მიხეილ სარჯველაძე - წარმოუდგენელი ამბავია „ნაცმოძრაობამ“ თავს პატიმრის უფლებებზე საუბრის უფლება მისცეს და ვინმეს კითხვა დაუსვას, ცოტა გამბედაობას მოითხოვს

სარკასტულად გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ინტერპელაციის მიზნით იუსტიციის მინისტრის მოწვევა სასაუბრო თემაზე - „პატიმრის უფლებები“. წარმოუდგენელი ამბავია საუბრის უფლება მისცენ თავს და ვინმეს კითხვა დაუსვან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საინტერესოა არა პატიმართა უფლებები, არამედ ერთი კონკრეტული პატიმარი და „მთელი მოღვაწეობა აქვთ გაჩაღებული საიმისოდ, რომ ამ პატიმარს პრივილეგიები მიანიჭონ“.

„მართლაც ნიშანდობლივია ყველაფერი რაც ხდება, მგონი დიდი შეცდომა დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის საკითხის შერჩევისას. სარკასტულად გამოიყენება ინტერპელაციის მიზნით იუსტიციის მინისტრის მოწვევა სასაუბრო თემაზე - პატიმრის უფლებები. წარმოუდგენელი ამბავია საუბრის უფლება მისცეს თავს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პატიმრის უფლებებზე და ვინმეს კითხვა დაუსვას, რბილად რომ ვთქვათ, ეს ცოტა გამბედაობას მოითხოვს.

აქვს უფლება ერთ მხარეს მოიტყუოს თითქოს ადგილი აქვს ყოფილი პრეზიდენტის წამებას და შემდეგ ამაზე თავის მართლების ან არგუმენტირების უფლება წაართვას სხვას. საბოლოო ჯამში, ვერ ვისმენთ ვერცერთ ახსნას, რომელი კონკრეტული მკურნალობის მეთოდი არის საჭირო, ან რეკომენდირებული, რომელიც უნდა ჩატარდეს და ამის შესაძლებლობა არ არსებობს საქართველოში. თუ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს, კონკრეტულად ვთქვათ ამის თაობაზე, სხვა ყველაფერი ემსგავსება სპეკულაციებს. ნამდვილად არ არის საქმე ისე, რომ შესადარებლად გამოგვადგეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტები, მით უმეტეს, როდესაც საუბარია პენიტენციურ სისტემაზე და პატიმართა უფლებებზე. მაგრამ, რომ არ ვისაუბროთ ამაზე გაუგებარი იქნება, საიდან დავიწყეთ და სადამდე მოვედით, საქართველოს რეფორმები პენიტენციურ სისტემაში არის სამაგალითო“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა