დავით სერგეენკო - დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ერთი პატიმარი  ციხიდან გათავისუფლებულიყო -  ეს არის საკითხისადმი  ვოლუნტარისტული მიდგომა

დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ერთი პატიმარი ციხიდან გათავისუფლებულიყო - ეს არის საკითხისადმი ვოლუნტარისტული მიდგომა, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

დავით სერგეენკოს განცხადებით, არასწორია ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდებები იუსტიციის მინისტრის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

მისივე თქმით, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება, რომელიც დარგის სპეციალისტებმა, ექიმებმა უნდა მიიღონ და არა პოლიტიკოსებმა.

მან ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლის შემდეგ, 7-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა, არა 7-ით არამედ 7-ჯერ. ამას არ დასჭირვებია არა კლინიკური დარგობრივი რაიმე ტექნოლოგიების დანერგვა და არც რაიმე განსაკუთრებული ფინანსური ინტერვენციები. ამას დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქამდე სამწუხაროდ არ იქნა მიღებული. ეს არის წელიწადში 100 თავიდან აცილებადი გარდაცვალება. 100 ადამიანი იღუპებოდა არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო და ეს იყო ის რეალობა, რომელიც გვქონდა სამწუხაროდ და ამის შეცვლას დაჭირდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, რომელიც იქნა მიღებული.

ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც დღის მდგომარეობით უკვე 100 ათასი ადამიანი გადაარჩინა არ სასჯელაღსრულების სისტემაში, არამედ მთლიანად საქართველოში. ეს იყო "ც ჰეპატიტის" ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო თავიდან. სწორედ იქ და არა სხვაგან.

იმისათვის, რომ ეს პროგრამა განხორციელებულიყო, სამი ფაქტორი უნდა ყოფილიყო-პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყანაში ექიმების და მეცნიერების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი დონე და მაღალი დონის საერთაშორისო პარტნიორობა. ეს იყო ყველაფერი, თორემ მედიკამენტი, რომელიც ახლაც არის ძვირი ღირს, საერთოდ არაფერი არ დაუჯდა ქვეყანას, იმიტომ, რომ იქნა მიღებული სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, გამოყენებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ერთი პატიმარი გათავისუფლებულიყო ციხიდან. ამას არ ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და არა პოლიტიკოსებმა. ასეთი აღრევა პოლიტიკურ და დარგობრივ გადაწყვეტილებას შორის ფილოსოფიაში და პოლიტიკაში ცნობილია ვოლუნტარიზმის სახელით და ასეთი მიდგომა საკითხისადმი არის ვოლუნტარისტული მიდგომა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა