ზაალ უდუმაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და მედიაში ბრუნდება

ზაალ უდუმაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და მედიაში ბრუნდება.

როგორც უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუალება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა აღნიშნა, რომ "ძალიან მალე ეთერში შევხვდებით".

ამასთან, ზაალ უდუმაშვილის თქმი, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების ფლაგმანი იქნება.

„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი და გამევლო ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ მთელი ამ წლების განმავლობაში გაიარა. ვიქნები სუბიექტური და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ეს წლები ძალიან ახლოს გავატარე. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა. დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს ძალიან მალე მოხდება. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ცვლილებების ფლაგმანი იქნება.

ვფიქრობ, დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი. ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ. გპირდებით, რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე