ანონსი 30 მაისი

ანონსი 30 მაისი

30 მაისს, 10 :00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) რიგით მე-7 დემოკრატიის კონფერენციას #GEODEM2022-ს გამართავს.

მის: სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598668806; ქრისტინე ჩიხლაძე - 598676736.

30 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, სამი ორგანიზაცია - „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ კონფერენციას „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ გაიმართება.

კონფერენციას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

30 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „რა ელის ლარის კურსს - პროგნოზი ვალუტის კურსთან დაკავშირებით. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 მაისს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

30 მაისს, 11:00 საათზე, ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

30 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ.#24.

საკონტაქტო პირი:

ეკა ჩიჩუა - 599 219 101

30 მაისს, 12:00 საათზე, საია კვლევის დოკუმენტის - „უმცირესობა უმრავლესობაში - პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში" პრეზენტაცია გამართავს.

მის: ლადო გუდიაშვილის#3 (სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi")

30 მაისს, 12:00 საათზე, ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

30 მაისს, 14:00 საათზე, ​სტუდენტურ-ახალგაზრდული მოძრაობა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააკეთებს განცხადებას - „საყოველთაო შეთანხმების იდეის დამარხვა არის კრიმინალი!“ და შეიტანს წერილს მოთხოვნით: სასწრაფოდ მოხდეს შეხვედრა სტუდენტურ-ახალგაზრდულ მოძრაობასთან.

საკონტაქტო: თემური ცათიაშვილი ​- 574 66 66 61

30 მაისს, 15:00 საათზე, ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლევან იოსელიანთან შეხვედრა გაიმართება.

ოთახი - A - 207

30 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

30 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა ზუგდიდში გაიმართება.

მის: ქ. ზუგდიდი, სასტუმრო „ლეთო“

30 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

30 მაისს, 17:00 საათზე, აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მრჩეველთა საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

30 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო სივრცეში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თურქეთის საელჩოსა და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის საქართველოში - ორგანიზებით გაიმართება თურქი მხატვრის გულაი ილდირიმ აის გამოფენა „სიცარიელე“, რომელიც ეძღვნება თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს.

მის: ალ. გრიბოედოვის #22