"ევროპის უნივერსიტეტში“ ზუგდიდის, თელავის და ბორჯომის საჯარო სკოლები დააჯილდოვეს

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტმა“ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისკენ მიმართული სასკოლო ინიციატივების მხარდასაჭერად ქვე-გრანტები გასცა.

უნივერსიტეტის ცნობით, გამოვლინდა სამი გამარჯვებული საჯარო სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა მოსწავლეებმაც შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ხასიათის და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მინი-პროექტები წარადგინეს.

"ევროპის უნივერსიტეტში“ დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ზუგდიდის #9, თელავის #4 და ბორჯომის #1 საჯარო სკოლები.

"ევროპის უნივერსიტეტი“ ჟან მონეს პროექტს ახორციელებს, რომელიც 31 მაისს საზეიმოდ, სპეციალური კონფერენციით დაიხურება. ღონისძიებაში დიპლომატიური კორპუსის და ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა