ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს.

კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თქვენ ყოველდღიურად შრომობთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს.

დამოუკიდებლობის პერიოდის ხანგრძლივი ტრანსფორმაციების შემდეგ დღეს, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა იქცა ეფექტიან, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე სისტემად, ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების, მართლწესრიგის უზრუნველყოფის ძლიერ დასაყრდენად.

მადლობას გიხდით იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლაში შეგაქვთ და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა