31 მაისს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

31 მაისს, 17:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც გასტრონომიულ სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბორდის წევრებსა და დონორ ორგანიზაციებს უკვე განხორციელებული პროექტების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში წარედგინებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

„საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი საქართველოს გასტრონომიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია მისი ერთ-ერთი მიმართულების, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის როგორც დაცვა, ასევე განვითარება და რაც მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კულინარიის მაქსიმალურად წარმოჩენა. საქართველოში ამ მიმართულებით განათლების კერების გაჩენა, მასტერკლასებისა და სხვადასხვა სასწავლებლების ამუშავების კუთხით. ქართულ გასტრონომიულ ტურიზმში ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების წარმოება, აკადემიური მასალების გამოქვეყნება, შესაბამისი ლიტერატურის შექმნა და გამოცემა, სამეცნიერო კვლევების საშუალებით მსოფლიო გასტრონომიულ ასპარეზზე ქართული გასტრონომიული კულტურის ცნობადობის ამაღლება, ჯანსაღი კვების სკოლებში პოპულარიზება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კულინარიული შეჯიბრებების წარმოება და სხვა.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 250 წევრსა და 57 შეფმზარეულს აერთიანებს.

2018 წლიდან დღემდე, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ სფეროსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: მსოფლიო კულინარიულ რუკაზე მონიშნა საქართველო, მსოფლიო კულინარიულ კონკურს Bocuse D’or-ში გაწევრებით. ჩაატარა ხაჭაპურის სახეობების მასშტაბური პირველი კვლევა საქართველოში - „ხაჭაპური - ტრადიცია საქართველოში“. 27 თებერვალს „ხაჭაპურის დღე“ და ხაჭაპურის ფესტივალი დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დიდ პროექტებს შორის მოიაზრება „იუნესკოსთვის“ ოფიციალურად მიმართვა, რათა ეს ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული. საქართველო ოფიციალურად The World’s 50 Best Restaurants (დიდი ბრიტანეთი) – ის მონაწილე გახდა.

ასოციაცია უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მომავალ პროექტებს შორისაა წიგნის („გემოს კიდობანი - საქართველო“) გამოცემა FAO-ს ჩართულობით და 2023 წლისთვის დაგეგმილი შეფმზარეულების ეროვნული ჩემპიონატი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა