ლაშა ჟვანია - ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა პრემიერის ვიზიტი ისრაელში, ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ ვიზიტის შედეგად ველოდებით მათ წინ წაწევას

ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ასეთი წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია არ ყოფილა, შესაბამისად, ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ ვიზიტის შედეგად ველოდებით ძალიან ბევრი საკითხის წინ წაწევას, - ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად, აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ისრაელის ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან და ასევე, მის უნეტარესობა პატრიარქ თეოფილე III-თან; პრემიერი „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს, ასევე, რა თქმა უნდა, ეწვევა ჯვრის მონასტერს. ვიზიტის დროს აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა