იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელესთან დაკავშირებით, ზუგდიდში გამოფენა გაიმართება

იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელესთან დაკავშირებით ზუგდიდში 2 ივნისიდან 2 ივლისამდე გამოფენა გაიმართება.

საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებით, ქუთაისის შემდეგ გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გადადის ზუგდიდში, სადაც გამოფენილი იქნება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში 2 ივნისიდან 2 ივლისამდე. გამოფენის გახსნის ცერემონია ჩატარდება 2 ივნისს, 16:00 საათზე.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. ინფორმაციას მოგაწვდით საელჩოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.

პირველი ასეთი ღონისძიება გაიხსნა 25 იანვარს, თბილისში, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში. ეს იყო გამოფენა „წმინდა ფირომსანი“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების ასლები. ამ გამოფენას შარშან რამოდენიმე თვე უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა (სიღნაღის მუზეუმი), სადაც დიდი წარმატება მოიპოვა, რის შემდეგაც გადაწყდა ამ გამოფენის „მოგზაურობა“ რეგიონებში მთელი წლის განმავლობაში, რათა უფრო მეტმა ხალმა შეიგრძნოს იაპონელი მხატვრის მიერ დანახული ფიროსმანი.

თბილისის შემდეგ, გამოფენამ „წმინდა ფიროსმანი“ „იმოგზაურა“ ქუთაისში, სადაც მან ერთი თვის განმავლობაში ბინა დაიდო დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში.

ქუთაისის შემდეგ კი გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გადადის ზუგდიდში, სადაც გამოფენილი იქნება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში 2 ივნისიდან 2 ივლისამდე. გამოფენის გახსნის ცერემონია ჩატარდება 2 ივნისს 16:00 საათზე.

ამავე დღეს, 17:00 საათზე ჩატარდება ცნობილი ქართველოლოგის ბატონი იასუჰირო კოჯიმას ლექცია იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების შესახებ.

1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლისა იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან, მისი გულიდან და მისი შემოქმედებიდან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

30-ე საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები: https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00256.html

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა