3 ივნისს, ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ-ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია, www.sfero.ge -ზე.

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია, დარეგისტრირდით და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდული სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ადგილზე მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. მაგ. გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება სამსახური ,,მოიგო? არ მოგესმა, შენზეა დამოკიდებული სამსახურით წახვალ თუ არა ფესტივალიდან. როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.

წარმატების კუთხეში 18:00სთ-ზე გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!

ვორქშოფზე გაიგებთ:

  • რა ძალა აქვს სიტყვას;
  • ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
  • რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
  • როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
  • რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.

ხანგრძლივობა: 1,5 საათი

ტრენერი: თამარ შოშიაშვილი ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდთან შეგეძლებათ ეწვიოთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს, სადაც შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ კარიერული განვითარების პრაქტიკულ ვორკშოპებში;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრს, სადაც გაეცნობით ინფორმაციას ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, Grant Thornton Georgia, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერები: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია