სამუშაო შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დინამიკა განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, არსებულ გამოწვევებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

„საქართველოს პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს იხილავს, რისთვისაც არაერთი ანგარიში უკვე მომზადებულია. საჯარო განხილვის ფარგლებში, დონორ ორგანიზაციებს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს შევხვდით. კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა განვიხილეთ. წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მასალა. აღნიშნული ტიპის შეხვედრები და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა გაწონასწორებული, დაბალანსებული და მომავალზე ორიენტირებული კოოპერაციების შესახებ კანონის მიღებას ხელს შეუწყობს ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს