პროექტის "შრომის უსაფრთხოების დესპანები" ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს სიგელები გადაეცათ

პროექტის "შრომის უსაფრთხოების დესპანები" ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოხალისე სტუდენტები გადამზადდნენ და შესაბამისი ცოდნა მიიღეს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით შრომის უსაფრთხოების დესპანებმა 1 212 ობიექტზე, 9200-მდე დასაქმებულს, მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად აუცილებელ საკითხებზე, მათ შორის კოვიდ 19-ს ვირუსის გავრცელების გზებსა და მისგან დაცვის საშუალებების შესახებ.

წამატებულ სტუდენტებს შრომის ინსპექციის სამსახური საშუალებას აძლევს 3 თვიანი სტაჟირება გაიარონ უწყებაში.

სტუდენტებს სიგელები გადასცეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, განათლების მინისტრის მიადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა