ბიზნეს ასოციაცია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ საქართველოსთვის მიწის გადმოცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს გადაწყვეტილებას იესო ქრისტეს ნათლობის ადგილთან საქართველოსთვის მიწის გადმოცემას მიესალმება.

ასოციაციის განცხადებით, სამ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ წმინდა მიწაზე დაბრუნება უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რაც, ბუნებრივია, ეროვნული სიამაყისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საფუძველია.

„საქართველოს მდინარე იორდანეს მიწასთან განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აკავშირებს და მიგვაჩნია, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მაცხოვრის ნათლობა აღსრულდა, ყოველ კვადრატულ მეტრ მიწას განსხვავებული სულიერი დატვირთვა აქვს საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, იმ ათეულ ათასი თანამოქალაქისთვის, რომლებიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებში არიან დასაქმებულნი.

ყოველი ასეთი ნაბიჯი ჩვენს სახელმწიფოს და მის იდენტობას აძლიერებს, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე პოზიტიურად აისახება. ამიტომაც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს კულტურული ცენტრის დაფუძნებისა და საქმიანობის მხარდაჭერაში ქართული ბიზნესიც აქტიურად იქნება ჩართული", - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო