გიული ალასანია - იმედი აქვს, ხვალ მაინც შემოვლენ კონსილიუმის წევრები - სისუსტე და საკვების მიუღებლობა გრძელდება, მოვდივარ და ვუყურებ ჩემი შვილის დაანონსებულ სიკვდილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მას "ვივამედის" ექიმების მიმართ პრეტენზიები არ აქვს და იმედოვნებს, რომ კონსილიუმის წევრები კლინიკაში ხვალ შევლენ.

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის და საკვებს ვერ იღებს.

"იმედი აქვს, რომ ხვალ მაინც შემოვლენ კონსილიუმის წევრები. იმედია, ხვალ შედგება ეს შეხვედრა. სისუსტე და საკვების მიუღებლობა გრძელდება. აქ, არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. როგორც ჩანს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მოვდივარ და ვუყურებ ჩემი შვილის დაანონსებულ სიკვდილს. როგორც ჩანს, ყველა კვლევა არ ჩაუტარდა", - აღნიშნავს ალასანია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა