ანონსი  31 მაისი

31 მაისს, 06:00 საათიდან, კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულები პროფკავშირებთან ერთად უვადო სრულმასშტაბიან გაფიცვას იწყებენ.

მის: ქ. ბორჯომი, „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 592 21 00 21

31 მაისს, 10:00 საათზე, „რესპუბლიკას“ საკონფერენციო დარბაზში ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას გახსნიან მთავრობის და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იქნებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #6

საკონტაქტო: თორნიკე ოქროპილაშვილი - 591 657 728

31 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიო ბანკი ახალ ანგარიშს - „სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით“ წარადგენს.

ვარდების მოედანი #1

31 მაისი, 10:30 საათზე, ალერგოლოგი, იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ. N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

31 მაისს, 10: 30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რა მდგომარეობაა ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების მხრივ და როგორ მუშაობს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი. იცავენ, თუ არა მოწევის წესს საქართველოში – რას აჩვენებს მონიტორინგი.

გამოწვევა, რომელიც გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის პოპულარიზაციას უკავშირდება.

მის: მერან კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

31 მაისს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.

მის: ნოე რამიშვილის ქუჩა N38, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია.

31 მაისს, 11:00 საათზე, „მკლავჭიდის ფედერაციის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი და ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციის შეთაზება საქართველოს, რომ ბელარუსის ნაკრებთან ერთად, ტურნირი სევასტოპოლში ჩატარდეს; საქართველოს ფედერაცია, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციისგან დაკისრებული მილიონამდე ჯარიმას კულტურის სამინისტროს სთხოვს - დავა სასამართლოში.

მის: ერწოს ქ. N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა- 599726565

31 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის აპრილი

მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ც.დადიანის #30)

31 მაისის, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, გივი მიქანაძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

31 მაისს, 11:00 საათზე, კუს ტბაზე სკოლა „ჯეჯილის“V-XII კლასის მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით მარათონი გაიამართება.

მარათონის მიზანია სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.

31 მაისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქ.49

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე - 599 36 70 70

31 მაისი, 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, „თანასწორობის კუთხე“ იხსნება და სკოლის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატება, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 21 13 00

31 მაისს, 12:00 საათზე, პროფკავშირები და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას გამართავენ.

მის: წერეთლის გამზ. 144

31 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ აღინიშნება.

შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თელავის ქუჩა #20

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

31 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

31 მაისს, 13:00 საათზე, განათლების დამცველთა ასოციაციის ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონის პედაგოგთა წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: 579182434; 555270538

31 მაისს, 14:00 საათზე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

31 მაისს, 14:30 საათზე, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს სამოქალაქო ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ წარმომადგენლები გადასცემენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების შესახებ წერილს, რომლის ადრესატიც არის ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

წერილის გადაცემა შედგება მისამართზე: ჭავჭავაძის 64, (ევროკავშირის საელჩო საქართველოში)

საკონტაქტო პირი: მარიამ მაღულარია 595 519451

31 მაისს, 16:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლებს.

ღონისძიებას დაესწრებიან 2022 წლების კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, საქართველოს მთავრობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.17

31 მაისს, 17:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

31 მაისს, 17:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია, სადაც გასტრონომიულ სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბორდის წევრებსა და დონორ ორგანიზაციებს წარედგინებათ ანგარიში უკვე განხორციელებული პროექტების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

საკონტაქტო: ნინო მურღულია - 593 98 88 82

31 მაისს, 17:45 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა- ზაზა შათირიშვილის განცხადება

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

31 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ორი პირის მიმართ ბრალდების წარდგენა.

მის: გორგასლის ქ.#24.

საკონტაქტო პირები: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01, ხატია ჯიღაურიშვილი - 599 78 00 05.

31 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჯანდაცვის პერსონალისთვის გაიმართება საინფორმაციო კონფერენცია თემაზე: „ახალი ერა სპინალური კუნთოვანი ატროფიის მკურნალობაში“.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

31 მაისს, 19:30 საათზე, ანსამბლ „რუსთავის“ ორგანიზებით, გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზში ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. 103.

საკონტაქტო: 577 10 08 30

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა