World Vision საქართველომ ევროკავშირთან ერთად ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის სფეროში განხორციელებულ მიღწევებზე შეხვედრა გამართა

„World Vision საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის "ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება საქართველოში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მიღწეული შედეგების გაზიარებას დაინტერესებულ მხარეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი „World Vision საქართველოს“ მიერ, „World Vision საფრანგეთის“ სახელითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

"World Vision საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებაში და ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული სერვისების განვითარებაში. შეხვედრა გახსნა „World Vision საქართველოს“ დირექტორმა ეკატერინე გურგენაძემ, მისასალმებელი სიტყვით კი წარდგნენ სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული დონორი ორგანიზაციების და პარტნიორი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები: აგატა ნეიბო - ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ატაშე გუნდის ხელმძღვანელი ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეებში, ასევე დავით სერგეენკო - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე და მერი მაღლაფერიძე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი.

პანელური დისკუსიის დროს, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიღწევებზე, ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. პანელურ დისკუსიას უძღვებოდა World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის, ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, მაია მგელიაშვილი.

,,პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარი დაუჭირა ბავშვთა უფლებების კოდექსის დანერგვას და განხორციელებას საქართველოში; ჩამოაყალიბა საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფეროში მოქმედი სტრუქტურების/ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობას; ხელმძღვანელობდა ქვეყნის დონეზე დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შეაფასა ქვეყანაში არსებული არარეგულირებადი ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები და მხარი დაუჭირა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების ალტერნატიული, ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის მომსახურებით ჩანაცვლებას; ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩამოაყალიბა ბავშვთა დაცვის განყოფილებები; ხელი შეუწყო 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავებას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურებების დროულად მიწოდების მიზნით.

ასევე, პროექტის მხარდაჭერით მოხდა 434 მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასება და გადამზადება, შემუშავდა სხვადასხვა სატრენინგო მოდული და გადამზადდა 170 თემის მუშაკი, 130 მუნიციპალური სოციალურ მუშაკი და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 250 სოციალურ მუშაკი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან თანამშრომლობით შეიქმნა: ბავშვთა უფლებებზე მიმართული საკანონმდებლო დოკუმენტაციის, ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სერვისების რეესტრი; შემუშავდა ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ ძირითად საკითხებზე საკვანძო ინდიკატორებისა და ზედამხედველობის ინსტრუმენტი.

"World Vision საქართველ"ო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მომავალშიც გეგმავს ბავშვთა კეთილდღეობისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას საქართველოში. შეხვედრის მსვლელობისას სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ მინდობით აღზრდისა და დღის ცენტრის ბენეფიციარების წარმატების ისტორიებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა