თბილისში დაჭრილ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა - ექიმის ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

თბილისში, სამგორში დაჭრილ მოზარდს „ამტელ ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდა.

ბავშვთა რეანიმაციის გამგის მერაბ ჯოხაძის განცხადებით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჯერჯერობით წარმატებულად ჩანს ჩატარებული ოპერაცია, სისხლდენა შეჩერებულია, სტაბილურობა არის მიღწეული, აპარატულ სუნთქვაზე რჩება ჯერჯერობით. ამ ეტაპზე უკეთესობა არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც კრიზისული პერიოდია ერთი-ორი დღე, მაგრამ წარმატებულად ჩატარდა ოპერაცია. ერთი შემავალი ჭრილობა იყო, მაგრამ შიგნით ბევრი დაზიანებები იყო, ნაწლავები და სისხლძარღვები იყო დაზიანებული. სავარაუდოდ, მეტი ოპერაცია აღარ დასჭირდება“, - განაცხადა მერაბ ჯოხაძემ.

ცნობისთვის, სამგორში 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო