„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუბრიანთკარის გგს-ში, სარემონტო სამუშაოებს გეგმავს, რის გამოც აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხვალ, 31 მაისს ქუბრიანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს, რის გამოც 31 მაისს 10:00 დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს (არანისი, ჩინითი, არაგვისპირი, ბოდორნა, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი), ასევე დაბა ჟინვალს, ქალაქ დუშეთსა და მასში შემავალ სოფლებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ეტაპობრივად განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს