უკონტაქტო პატრულმა 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 86 188 ფაქტი დააფიქსირა

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, 2022 წლის იანვარი-მარტის ჩათვლით პერიოდში უკონტაქტო პატრულმა 86 188 სამართალდარღვევა დააფიქსირა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018-2021 წლებში უკონტაქტო პატრულის მიერ სულ 758 901 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირების განხორციელების სამოქმედო ტერიტორიას, ბოლო ბრძანების თანახმად, უკონტაქტო პატრულირება ყოველდღიურად თბილისის 85 ქუჩაზე ხორციელდება; ასევე, ქუთაისის, რუსთავის და ბათუმის ქუჩებზე.

აღნიშნული ტერიტორიების განსაზღვრა ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებებით, რომლის მიერ ბოლო ბრძანება მიმდინარე წლის 8 აპრილს გამოიცა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ზღვრული საშუალო სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში არსებობს მონაცემთა შემდგომი ცვლილების გარკვეული ალბათობა და საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2,5%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა