მაკა ბოჭორიშვილი - მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება ევროკავშირის საგანმანათლებო სისტემასთან

მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება ევროკავშირის საგანმანათლებო სისტემასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

„დიდი მადლობა განხორციელებული პროექტისთვის, რადგან ევროპასთან ინტეგრაცია ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება ევროკავშირის საგანმანათლებო სისტემასთან. ამაყი ვარ, როდესაც ვხვდები ჩვენს ახალგაზრდებს და მაქვს განცდა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან ევროპელი ახალგაზრდებისგან და ამისთვის მადლობა ყველას, ვინც განათლების სისტემის გარდაქმნაში არის ჩართული. ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, ფასეულობები, ისტორია, იდენტობა, ევროპულ კულტურასთან კავშირი. ის ბარიერები, რომელიც დღეს არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, მოიხსნება და დაიმსხვრევა და ამაში თქვენ განსაკუთრებული წვლილი გაქვთ.

მინდა წარმატებები გისურვოთ მსგავსი პროექტების განხორციელებაში და მიგულეთ თქვენს გვერდით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება