შალვა პაპუაშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპატიო მისია გაკისრიათ - ადამიანების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე ზრუნვა. ამ მისიას ყოველდღე, მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის სამსახურისთვის!“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო