გიორგი ამილახვარი - მნიშვნელოვანია გავზარდოთ იმ ფასეულობების და ღირებულებების ცოდნა, რაზეც დგას ევროპა და „ევროპის უნივერსიტეტის“ პროექტიც სწორედ ამას ემსახურება

მნიშვნელოვანია გავზარდოთ იმ ფასეულობების და ღირებულებების ცოდნა, რაზეც დგას ევროპა და „ევროპის უნივერსიტეტის“ პროექტიც სწორედ ამას ემსახურება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა „ევროპის უნივერსიტეტს“ პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

„გილოცავთ, ვიცი რასთან არის დაკავშირებული ამ პროექტის წარმატებით განხორციელება. იდეაც და თემატიკაც გაქვთ სწორად შერჩეული, ქვეყნის იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელსაც ახლა საქართველო გადის. ის ღირებულებები, ფასეულობები, მნიშვნელოვანია ამის ცოდნა გავზარდოთ სასწავლებლებში და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს პროექტი. 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სკოლებში და დარწმუნებული ვარ, ბევრი სიახლე და ინოვაცია და ის ღირებულითი ფასეულობა გაიგეს ჩვენმა ბავშვებმა, რაც უნდა იცოდნენ ევროპის შესახებ, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ მნიშვნელოვან პროექტს“, - განაცხადა ამილახვარმა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა