„რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში ერასმუს + ჟან მონეს პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია იმართება

„რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, EU GS პროექტს „ევროპის უნივერსიტეტი“ ახორციელებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.

შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

„ევროპის უნივერიტეტისთვის“, როგორც ამას ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელიც გვკარნახობს, პრიორიტეტულია სტუდენტებში ევროპული ღირებულებების დანერგვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. ევროპეიზაცია, როგორც ცნება, ჩვენი უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან „ევროპის უნივერსიტეტი“ ის სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს უმაღლეს განათლებასთან ერთად აძლევს შანსს, ცოდნა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კიდევ უფრო აიმაღლონ. ამ მიზნით აქტიურად ვართ ჩართული პროგრამებში, რომლებიც ჩვენი სტუდენტების ინტერესებზეა გათვლილი.

ამაყი ვარ, რომ ჩვენი მცდელობის პირველივე წელს ერასმუს პლიუსის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტი გახდა ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული და შეძლო როგორც მოდულის, ისე პროექტის განსახორციელებლად გრანტების და შესაბამისად ევროკავშირის ნდობისა და აღიარების მოპოვება!

უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს როგორც ევროკავშირთან, ისე პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ახალი, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება