იაგო ხვიჩია - როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამ ქვეყნის ინტერესები ზიანდება

როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამ ქვეყნის ინტერესები ზიანდება, - ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია „ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებას.

მისი თქმით, ბოლო 10 წელია ქვეყანაში ეს რეალობაა.

„როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამაში ერევიან ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და ზიანდება ამ ქვეყნის ინტერესები. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი. არ არსებობს დრო, როცა „ქოც-ნაცური“ ჩხუბი ქვეყანას მოუხდებოდა, მაგრამ ბოლო 10 წელია ამ რეალობაში ვცხოვრობთ და სულ მნიშვნელოვანი დროა ჩემი აზრით ქვეყნისთვის, ახლაც მნიშვნელოვანი დროა და ერთი წლის წინაც მნიშვნელოვანი იყო, მომავალშიც ასე იქნება. საჩხუბრად დროს არ უნდა ვხარჯავდეთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა განცხადების შინაარსს ოლიგარქიულ მმართველობაზე, ხვიჩია აცხადებს, რომ „რისი თქმაც სურდა, თქვა".

ცნობისათვის, „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა