22 მარტიდან 18 მაისის პერიოდში, ავტობუსითა და მეტროთი უბილეთოდ მგზავრობისთვის 18 164 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიწერა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 22 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით პერიოდში ავტობუსითა და მეტროთი უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯამში 18 164 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათ შორის, 2022 წლის 22 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის შედგენილია 5367 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის 10586 ელექტრონული საჯარიმო ქვითარია შედგენილი, ხოლო მიწისქვეშა ელექტროტრანსპროტით (მეტრო) უბილეთოდ მგზავრობისთვის 2211 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

ცნობისთვის, საკრებულოს დადგენილებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 22 მარტიდან უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც M2, M3 კატეგორიის ავტობუსებით, მეტროთი, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგებით“ სარგებლობენ და აგრეთვე 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ექვემდებარება ჯარიმას. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კი 22 მარტიდან მიენიჭა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს