ირაკლი ღარიბაშვილი - აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ

მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელთა საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ.

„ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით. გვეიმედება შსს-ში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ მადლობა სამსახურისთვის! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს. აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ასეთი არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ.

ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხის, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა. გილოცავთ პოლიციელის დღეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა