თამარ მახარაშვილი - „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებულ ამ პროექტს ის მიზნები ჰქონდა, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენ ქვეყანას

ევროპეიზაცია იწყება არა სტანდარტის სტანდარტთან ხელოვნური დადარებით, არამედ პირველ რიგში ღირებულებებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.

„უმნიშვნელოვანესია, რომ კონფერენციის სახელწოდებაში ვხედავთ „ევროპულ ღირებულებებს“, ევროპისკენ გზის გავლა ჩვენ გვიწევს სწორედ ამ მთავარი პრინციპების დაცვით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებასა და ევროპულ გზაზე, მნიშვნელოვანია წარმატებები, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ერთის მხრივ, რასაკვირველია, ყოველთვის უნდა მივიღოთ საუკეთესო გამოცდილებები, მაგრამ დროა, დავიჯეროთ, რომ ჩვენ ჩვენს წიაღში გვყავს არაჩვეულებრივი ექსპერტები, მასწავლებლები, დარგის წარმომადგენლები, რომლისგანაც ევროპასაც შეუძლია მოისმინოს თუ რა არის საუკეთესო პრაქტიკა და ჩვენ ვართ სწორედ ამ ეტაპზე.

ველოდები იმ უკუკავშირებს, რომელიც პროექტმა დადო. ევროპეიზაცია იწყება არა სტანდარტის სტანდარტთან ხელოვნური დადარებით, არამედ პირველ რიგში ღირებულებებით. ეს არის საკმაოდ დიდი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ. ამ პროექტს ის მიზნები ჰქონდა, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენ ქვეყანას და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის“, - განაცხადა მახარაშვილმა.

„რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს. "ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა