საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

მათივე ცნობით, საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე დაწესდება, სადაც ასევე, შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები იქნება გათვალისწინებული.

„იმისთვის, რომ მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5), ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4).

ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩა N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა