გია ვოლსკი - "ნაციონალური მოძრაობა" და EPP ერთი პოლიტიკური ჯგუფია - გააფთრებული და გავეშებული შეტევაა საქართველოზე

"ევროპის სახალხო პარტიის" მიზანია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია დაბლოკოს - "ნაცმოძრაობა" საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებაში მაგარია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის EPP-ის შემადგენლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, EPP- ის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და EPP ერთი პოლიტიკური ჯგუფია, ტექსტს ადგენს "ნაციონალური მოძრაობა", EPP- მ კი შესაძლოა, სიმწვავე დაამატოს.

"გარკვეულწილად, "ნაციონალური მოძრაობა" მაგარიც არის - ამდენი მედიასაშუალება აქვს, ამდენს აკონტროლებს, ამდენ ფულს ხარჯავს, ამდენი ლობისტი ჰყავს და თუ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება სიმაგრედ ითვლება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ვთქვათ, რომ დიახ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებში მაგარია, დახვეწილია, ჩამოყალიბებულია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის EPP-ის შემადგენლობაში. EPP-ის დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, წამება და მოკვდინება იყო ჩვეულებრივი ამბავი და დამახასიათებელი იმ ხელისუფლებისთვის, რომლებიც დღეს, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები არიან, პოლიტიკური პარტიას ვგულისხმობ, კონკრეტულად "ნაცმოძრაობას". თუ ეს EPP-ის და ხალხის გარკვეული ნაწილის თვალსაზრისით დემოკრატიის სტანდარტია, მაშინ სერიოზული კითხვა გამაჩნია EPP-სთან და ყველასთან, ვინც ამას მიიღებს, როგორც ფაქტს, რაც განცხადებაში წერია, კერძოდ, რამდენად სამართლიანია დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ.

თუ გავიხსენებთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებებს, რომელიც ჰქონდა ასოცირების შეთანხმების წინაპერიოდში, ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინა პერიოდში, მიხვდებით, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანი არის როგორმე ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია დაბლოკოს, ამის მიზეზი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს არის ის, რომ ევროინტეგრაციაში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის სერიოზული დარტყმა "ნაცმოძრაობის" ინტერესზე, მათთვის ბერკეტების გამოცლა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განავითარონ. აქედან გამომდინარე, არის გააფთრებული და გავეშებული შეტევა საქართველოზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა