„თეგეტა“ სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის

„თეგეტა“ სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის.

“თეგეტას“ განცხადებით, ჰოლდინგი, თავის შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს, ახალი პროფესია შეიძინოს და დასაქმდეს კომპანიაში, რომლის საქმიანობა ავტოსფეროში 26 წელს ითვლის.

კომპანიის ცნობით, დასაქმების პროექტი - „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი თეორიული კურსია, რის შემდეგაც აპლიკანტები „თეგეტას“ გამოცდილ სპეციალისტებთან სტაჟირებას გაივლიან. საბოლოოდ კი წარმატებული კანდიდატები კომპანიის გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე დასაქმდებიან.

სასწავლო პროცესი თვე-ნახევრის განმავლობაში „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება. ავტომობილის ზოგადი აგებულების შესახებ კურსი „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ სრულად ფინანსდება. დაინტერესებულ პირს მხოლოდ განაცხადის შევსება მოეთხოვება. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია.

„თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. ამ მიზნით საქმიანობს „თეგეტა აკადემია“, სადაც ველოდებით ყველას, ვისაც ავტოსფერო აინტერესებს. ჩვენამდე მოსასვლელად წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო არ არის. ჩვენი შეთავაზების უნიკალურობაც ესაა - დაინტერესებული პირები საჭირო განათლებას იღებენ, ასევე გამოცდილი ტრენერების დახმარებით შესაბამის უნარ-ჩვევებს იძენენ და შემდეგ ჩვენი კომპანიის სხვადასხვა სერვისცენტრში საქმდებიან,“ - განაცხადა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ნინო ოხანაშვილმა.

კომპანიის ცნობით, თეორიულ კურსზე განაცხადების მიღების ვადა 10 ივნისს იწურება. პროექტის მონაწილეები ავტომობილის აგებულების შესახებ საბაზისო ცოდნას შეიძენენ, კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს შეისწავლიან. კურსის ბოლოს სტუდენტები ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ, რომლის ოდენობაც მათი რეიტინგის მიხედვით განისაზღვრება. საბოლოო ეტაპი კი დასაქმებაა. წარმატებული მონაწილეები „თეგეტას“ გუნდს შეუერთდებიან და თბილისის ფილიალებში დასაქმდებიან, როგორც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით.

„თეგეტა ჰოლდინგი“ უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO და სხვები.

„თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“ 2 500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა