1 ივნისს SOLO Kids Market-ი გაიმართება

SOLO მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დღეს, SOLO Sunday-სა და შუმბალენდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში საბავშვო მარკეტი - SOLO Kids Market გაიმართება.

„ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა კატეგორიებიდან წარადგენენ, როგორიცაა: კრაფტი, საბავშვო ტანსაცმელი, ხელნაკეთი სამკაული, აქსესუარები, სათამაშოები, კვება და სხვა. პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

შუმბალენდის ტერიტორიაზე ასევე დაგვხვდებათ SOLO Sunday-ს კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა მრავალფეროვანი მასტერკლასები. ასევე, სახალისო და გასართობი აქტივობები, მუსიკალური შოუ, ბავშვებისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები ოჩოფეხებზე და ა.შ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, 14:00 -16:00 საათამდე ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის მასტერკლასი გაიმართება; 16:00 - 20:00 საათამდე - სახის მოხატვის მასტერკლასი, ხოლო 16:00 - 20:00 - საათამდე ბუშტების მასტერკლასი.

„SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და დამწყებ მომოვალ მეწარმეებს. მსგავსი ინიციატივების ფარგლებში, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათთვის საერთო სივრცის შექმნას, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. SOLO მათ მომავალშიც არაერთ საინტეესო სიახლეს შესთავაზებს“, - აცხადებს SOLO Lifestyle დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიქოვანი.

ღონისძიება ვაკის პარკში, შუმბა ლენდში გაიმართება 14:00 -21:00 საათამდე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო